ხელმოწერა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-იანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებიდან აშშ-ში იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირს ან ურანს ყიდულობენ. დოკუმენტის თანახმად, სანქციების ფარგლებში აშშ-ის მოქალაქეებს ასევე აეკრძალებათ რუსული ფასიანი ქაღალდების ყიდვაც.

როგორც სენატორმა აღნიშნა: “პუტინი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპთან თამაშს მოისურვებს და ეს კანონპროექტი ინსტრუმენტია ტრამპის ხელსაწყოთა ყუთში”. მისივე თქმით, პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ტრამპთან მოლაპარაკებებს, ან რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას უყუროს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ტარიფები, სავარაუდოდ, საქართველოზეც გავრცელდება, რადგან რუსეთი ქვეყნის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთზე საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 10.8% მოდის. ამასთან, 2024 წელს საქართველოში რუსეთიდან $519.5 მლნ-ის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა. ნავთობის აირებისა და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტმა კი $180.9 მლნ შეადგინა.

2024 წელს რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა – რას ვყიდით/ვყიდულობთ II უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *