აკრედიტაცია საკმარისი არ არის, კლინიკების სანებართვო პირობები უნდა გამკაცრდეს – აკაკი ზოიძე
ინფორმაციას.

პირველადი ჯანდაცვის რგოლში რეფორმირების პროცესი საპილოტე რეჟიმში 1 ივლისიდან დაიწყება და მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში სექტორის 120 მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს. 2028 წლიდან კი პროგრამაში სოფლის ექიმები და ამბულატორიები უნდა ჩაერთონ.

ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე თვლის, რომ რეფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა მისი დაწყება გაცილებით ადრე და უფრო შემჭიდროვებულ ვადებში იყო შესაძლებელი. მისი შეფასებით, რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება გასაწევი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის, სპეციალისტების პრობლემის აღმოფხვრის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის როლის გაძლიერების მიმართულებით.

„ეს რეფორმა წლების განმავლობაში მზადდებოდა, ჩართულნი იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჯანმო, ევროკავშირი, საერთო ძალისხმევის შედეგია ის, რომ მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით.

ეს მოდელი ორიენტირებული იქნება პრევენციაზე, დაავადების მართვაზე და თავიდან აცილებაზე, რათა გაცილებით ნაკლები ზიანი მიადგეს როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ისე მათ ჯიბეს, რადგან ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადებების აღმოჩენა, მათი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მართვა და არასასურველი გამოსავლების თავიდან აცილება.

მისასალმებელია, რომ ეს ნაბიჯი ბოლო ბოლო გადაიდგა, თუმცა შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთი, შეიძლებოდა ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო და მეორე, ის ვადები, რაც არის განსაზღვრული სასურველი იქნებოდა ყოფილიყო უფრო დროში შემჭიდროებული.

ვთვლი, რომ ამ რეფორმამ უნდა გაიზარდოს მიმზიდველობა პროფესიის, რასაც ჰქვია ოჯახის ექიმი. მნიშვნელოვანი იქნება გაიზარდოს მიმზიდველობა არამხოლოდ სპეციალობის და ახალგაზრდა სპეციალისტები მეტი წავიდეს ოჯახის ექიმის და ზოგადი პრაქტიკის ექიმის პროფესიის მიმართულებით, ასევე გაიზარდოს შესაძლებლობა ეკონომიკური და პროფესიული. პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა იქნება, თუ კარიერის დასაწყისში მაინც დათანხმდებიან რამდენიმე წლით სოფლად ან ძნელად მისადგომ რეგიონებში დასაქმებას, მათ ამისთვის შესაბამისი მხარდაჭერა ექნებათ. ახალი მოდელიც ამას გულისხმობს, რომ მარტო არ იქნებიან ისინი, როგორც ფრონტის პირას პროვაიდერები მომსახურების და მათ უკან იქნება კოლეგიალური მხარდაჭერა, ტელემედიცინის, და სხვა მხარდაჭერის მექანიზმებით, რაც შესაძლებლობას მისცემთ, მარტო არ იგრძნონ თავი.

ეს არის მნიშვნელოვანი, რომ არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პროფესიული განვითარების და სხვა მოტივაციებიც ადამიანებს ჰქონდეთ იმისთვის, რომ მოხდეს იმ უთანაბრობის აღმოფხვრა, რომ აღარ მიდიან ამ პროფესიაში ხელფასის და სხვა საკითხების გამო, მაგრამ მთავარი მომენტია, რომ ეს პირველი ნაბიჯია, რომ შევძლოთ ამის გაკეთება”,- აცხადებს აკაკი ზოიძე და ხაზს უსვამს ოჯახის ექიმების მიმართ ნდობის და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.

“მოქალაქეების ნდობა პირველად ჯანდაცვაზე უნდა გაჩნდეს. როცა ადამიანი მივა სოფლის ამბულატორიაში, რაიონულ დაწესებულებაში და იქ დახვდება კომპეტენტური სპეციალისტი, გახდება მისი პარტნიორი დაავადების მართვაში და არა მხოლოდ რეცეპტის გამომწერი მანქანა, როგორიც არის დღეს სოფლის ექიმი და ოჯახის ექიმი სამწუხაროდ, იგივე ქრონიკული ავადმყოფების პროგრამის ფარგლებში, არამედ რეალური პარტნიორი გახდება, კონკრეტულ რჩევებს მისცემს და პროფესიულ ზედამხედველობას გაუწევს, რითაც ავიცილებთ გართულებებს, რომლითაც ადამიანები საავადმყოფოში ხვდებიან”,-აცხადებს აკაკი ზოიძე bm.ge-სთან ინტერვიუში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *