4-9 მაისს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ27-კმ35 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ27-კმ35 მონაკვეთზე არსებული საგარეჯოს შემოსავლელი მონაკვეთის ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის 2025 წლის 4 მაისიდან 10 მაისამდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე სავალი ნაწილი შევიწროვდება ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გამაგრებულ გვერდულზე (ორივე მიმართულებით). საავტომობილო გზაზე შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გამაგრებულ გვერდულზე (ორივე მიმართულებით)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *