ლაგოდეხში, კარალეთში წლების წინ 15 წლის გოგოს გაუპატიურების საქმემ მთელი სოფელი შეძრა.

ბრალდებულმა ი.მ-მ მასთან სტუმრად მყოფი არასრულწლოვანი გოგო ორჯერ გააუპატიურა. 

გოგონამ ბავშვი გააჩინა და 37 კვირაზე იმშობიარა.

2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ღამის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კარალეთში, ი. ბ.-ვმა თავის საცხოვრებელ სახლში, მის შვილთან სტუმრად მყოფ და ღამის გასათევად დარჩენილ არასრულწლოვან, 15.06.2002 წელს დაბადებულ ა. ა.-ვას, პირზე დააფარა ხელი და ძალადობით, ასევე წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით, ა. ა.-ვას ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ღამის საათებში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კარალეთში, ი. ბ.-ვმა თავის საცხოვრებელ სახლში, მის შვილთან სტუმრად მყოფ და ღამის გასათევად დარჩენილ არასრულწლოვან, 15.06.2002 წელს დაბადებულ ა. ა.-ვას, პირზე დააფარა ხელი და ძალადობით, ასევე წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით, ა. ა.-ვას ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

საქმეზე ბრალდებულ ი.ბ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *