საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტანს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.
მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. ყაველაშვილის თქმით, მართლაც ენით აუწერელია და შთამბეჭდავი ჩივაძის საფეხბურთო კარიერა.
„დარწმუნებული ვარ, ჩემი თაობის ყველა ფეხბურთელისთვის ინსპირაცია იყო საშა ჩივაძე. ბატონო საშა, ქართველი ხალხის სახელით, მინდა გულწრფელად, დიდი მადლობა გადაგიხადო იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ ჩვენი ერისთვის გაიღეთ. ეს არის უდიდესი დამსახურება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელს იუბილე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიულოცეს. საიუბილეო ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.