ანდრეს ფილომენა მენდოზა სელისი, ასევე ცნობილი როგორც „ელ ჩინო” მექსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი და კანიბალია.
74 წლის სელისი მეზობლებთან ნამდვილი ჯელტმენივით იქცეოდა. ამიტომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სელისი საკმაოდ ბნელ საიდუმლოს მალავდა. სელისი სერიული მკვლელი იყო. მან 30-მდე ადამიანი (უმეტესად ქალები) მოკლა. სელისი მათი ცხედრებისგან სხვადასხვა სახეობის კერძებს ამზადებდა და მიირთმევდა.
სელისი თავს ოთახების გაქირავებით ირჩენდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელმაც სელისის სახლი იქირავა, აღნიშნა, რომ სელისი მსხვერპლების ცხედრებისგან მომზადებული კერძებით მეზობლებსაც უმასპინძლდებოდა.
მამაკაცის თქმით, „ელ ჩინო” მსხვერპლების სხეულის ნაწილებს ყიდდა და მათ გარეული ღორის ხორცად ასაღებდა.
როდის გამჟღავნდა სელისის იდუმალი ცხოვრების დეტალები
„ელ ჩინოს” კრიმინალური საქმიანობის შესახებ პოლიციამ მას შემდეგ შეიტყო, რაც მამაკაცის ყოფილი შეყვარებული, რეინა გონსალესი გაუჩინარდა. მეზობლები ამბობდნენ, რომ გოგონა ბოლოს „ელ ჩინოს” სახლში იმყოფებოდა.
გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, რეინას სელისთან დაშორება უნდოდა. თუმცა, რეინას ეს გადაწყვეტილება „ელ ჩინოს” არ მოეწონა. ამიტომ, გოგონას მკერდში დანა ჩაარტყა, შემდეგ კიდურები მოაჭრა და სხეულის ნაწილები პარკებში ჩადო.
პოლიციამ რეიდი დაიწყო და „ელ ჩინოს” მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება გაჩხრიკა. აღმოჩნდა, რომ „ელ ჩინო” სახლში მსხვერპლებს აწამებდა, შემდეგ კი კლავდა.
პოლიციამ მის სახლში დანები, ანატომიის წიგნები, ადამიანის კანის ნაჭრებით მომზადებული ტორტიია აღმოაჩინა. ასევე, ოფიცრებმა მიაგნეს ჩანთებს, რომლებშიც რეინას დანაწევრებული ცხედარი იპოვეს.
დაპატიმრების შემდეგ, „ელ ჩინომ” აღიარა, რომ ორი ათწლეულის განმავლობაში 30-მდე ქალი მოკლა და მათი ცხედრები შეჭამა.
„ელ ჩინო” მკვლელობების შესახებ დეტალურ ჩანაწერებს აკეთებდა. Daily Mail-ის ცნობით, „ელ ჩინო” თავის მკვლელობებს კამერითაც იღებდა.
„ელ ჩინომ” მსხვერპლების 4 000-ზე მეტი ძვალი სახლის სარდაფში დამარხა.