ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ პლატფორმა X-ზე იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, ვისაც შეერთებული შტატები პირველ რიგში დაასანქცირებს. სიაში მათ შორის ბიზნესმენები მოხვდნენ.
5 ბიზნესმენი, რომელიც “MEGOBARI აქტის” პროექტით დასასანქცირებელთა სიაში მოხვდა არიან:
- უჩა მამაცაშვილი;
- ივანე ჩხარტიშვილი;
- ალექსანდრე ივანიშვილი;
- ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე;
- ნოშრევან ნამორაძე;
“MEGOBARI აქტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიის ყველა ხელშემწყობი პირი ამის შესახებ უნდა იყოს გაფრთხილებული! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგების წინაშე დადგებით”,- წერს უილსონი.
ვის დაასანქცირებს შეერთებული შტატები “MEGOBARI აქტის” ფარგლებში – სიას ჯო უილსონი აქვეყნებს