მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი, ფინური მაღალტექნოლოგიურიკომპანია ვოლტი სიახლეებითა და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მომხმარებლის განებივრებას განაგრძობს.
დაიწყო Wolt+–ის მორიგი კამპანია, რომელიც სხვადასხვაკატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს.
Wolt+-ის მასშტაბური ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც პარტნიორ რესტორნებსა დასუპერმარკეტებში, ისე საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედ ობიექტებში.
ვოლტის წევრობის პროგრამა Wolt+ მომხმარებელს შოპინგისგანსაკუთრებული გამოცდილების გარდა, შესაძლებლობას აძლევს, დაზოგოს თანხა, ისარგებლოს უფასო მიტანის სერვისით და ექსკლუზიურიფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში, ასევე ჩაერთოს მხოლოდ Wolt+-ის მომხმარებლისთვის განკუთვნილ სპეციალურკამპანიებში.
სერვისი 2021 წლიდან ამოქმედდა და ამ დრომდე Wolt+-ის მომხმარებლის მიერ დაზოგილი თანხის ჯამური ოდენობა რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს აღემატება. მომხმარებლის გარდა, Wolt+ მნიშვნელოვანსარგებელს სთავაზობს სავაჭრო პარტნიორებსაც, რამდენადაც ხელს უწყობს დამატებით გაყიდვებს და ამ გზით – სხვადასხვა სექტორისბიზნესის ზრდასა და განვითარებას.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლებისა დაპარტნიორებისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნასა დასიახლეების შეთავაზებაზე. წელს უკვე მეორედ 50%-მდე ფასდაკლებების მასშტაბური კამპანია ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და ის თანაბრად მომგებიანია როგორცვოლტის მომხმარებლისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ობიექტებისთვის. სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობის გარდა, Wolt+-ის პროგრამის წევრები შეძლებენ, დაზოგონ მეტი და მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები, ხოლო ჩვენს პარტნიორ ობიექტებს დამატებით გაეზრდებათ გაყიდვები, რაც მათ მეტ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალურიმენეჯერი სერგი მარღანია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვოლტის და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, SOLO მომხმარებლები და საქართველოს ბანკისლოიალობის პროგრამის Gold–სტატუსის მფლობელები Wolt+-ის ერთწლიანი უფასო გამოწერის სერვისით სარგებლობენ.
სპეციალური შეთავაზება მოქმედებს Starter, Bronze და Silver–სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც 3-თვიანი უფასო გამოწერის შესაძლებლობა აქვთ.
შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები უნდა ეწვიონ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს, სადაც მათ დახვდებათ სპეციალური ბმული. Wolt+-ის უფასო გამოწერის გასააქტიურებლად საჭიროა აღნიშნულ ბმულზე გადასვლა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი Wolt+ -ის გამოწერითუკვე სარგებლობს, მისთვის გამოწერის უფასო სერვისით სარგებლობის 12 თვე მოქმედი სერვისის დასრულების თარიღიდან აითვლება.