500-მდე განცხადება და 180-ზე მეტი ჯარიმა – როგორ მუშაობს უნებართვო სარეკლამო SMS-ების რეგულაცია?

500-მდე განცხადება და 180-ზე მეტი ჯარიმა – როგორ მუშაობს უნებართვო სარეკლამო SMS-ების რეგულაცია?
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოში უნებართვო სარეკლამო SMS-ების გაგზავნა აიკრძალა. რეგულაციას ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უწევს.

bm.ge დაინტერესდა, რამდენი საჩივარი შევიდა უწყებაში და როგორია მონიტორინგის შედეგები.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2024 წლის 1 მარტიდან 2025 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შესახებ 500-მდე შეტყობინება/განცხადება მიიღო.

აქედან, 200-მდე შემთხვევაში დადგინდა სამართალდარღვევა, საიდანაც 180-ზე მეტ შემთხვევაში გამოყენებულ იყო ფულადი ჯარიმა, ხოლო 11 შემთხვევაში გაფრთხილება.

ასევე, გაცემულია 200-ზე მეტი დავალება/რეკომენდაცია დარღვევების გამოსწორების მიზნით.

ცნობისთვის, 2024 წლის 1-ელი მარტიდან “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზეა დასაშვები.

500 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 1 წარმოების ფარგლებში 20 000 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო 500 000 ლარზე ნაკლები ბრუნვის შემთხვევაში ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *