საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით.

როგორც BMG-ის ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ უმაღლესი იურიდიული, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების, სახელმწიფო მმართველობის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს.

სტაჟიორთა მიღება გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის 30 ვაკანტურ პოზიციაზე დღეიდან გამოცხადდა და თანამდებობრივი სარგო 640 ლარია.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული განაცხადები მიიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე https://is.ge/ka-ge/ 6 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სტაჟიორები შეირჩევიან სამეტაპიანი კონკურსის წესით, რომელიც მოიცავს – პროფესიულ ტესტირებას, ტესტირებას ზოგად უნარებში და გასაუბრებას.

„შერჩევითი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტაჟიორები ექვსთვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლების კურსს გაივლიან სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში და საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონულ ქვედანაყოფებში. სტაჟიორები გაეცნობიან, საგამოძიებო უწყების საქმიანობას, სამუშაოს სპეციფიკას და ჩაერთვებიან პრაქტიკულ ღონისძიებებში“, – ნათქვამია გგავრცელებულ პრესრელიზში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *