სამთავრობო კომისიის წევრები იქნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ თბილისის ვიცე-მერს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს.
ღონისძიების მომზადების, მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვისა და განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი დაფინანსების განაწილებისა და მიზნობრიობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, შექმნას ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი.
კომისიის სამდივნოს ფუნქციას საქართველოს სპორტის სამინისტრო განახორციელებს.
ცნობისთვის, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში 20-30 ივლისს ჩატარდება.