54% მხარს უჭერს ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, 41% — ოპოზიციის საპარლამენტო

54% მხარს უჭერს ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, 41% — ოპოზიციის საპარლამენტო

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54% მხარს უჭერს ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. დიახ — 54,4 %, არა — 22,3%, არ ვიცი/ უარი პასუხზე – 23,2% , — ასე ნაწილდება გამოკითხულთა ხმები კითხვაზე — უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა? კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. დედაქალაქში ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50 % ემხრობა, რეგიონებში — 56,4%. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (41%) ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს ემხრობა. კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია რეგიონებში. ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტის მიმართ შეფასებები ასე გამოიყურება: საქართველო: სწორია — 41%, არასწორია — 38% რეგიონები — სწორია — 38%, არასწორია — 41% თბილისში ყოველი მეორე — 50% პარლამენტს ბოიკოტს ემხრობა, დაახლოებით მესამედი — 32% – არა. კვლევის მიხედვით, თბილისში ქართული ოცნების რეიტინგი, 24,6%. ამ შაბათს რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ? შედეგები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება — 24,6% კოალიცია ცვლილებებისთვის — 20,6%, გახარია საქართველოსთვის — 17,2%, ძლიერი საქართველო, ლელო — ხალისთვის, მოქალაქეები — 14,2% , ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა — 13,9% გირჩი — 3,7 % სხვა პარტიები — 5,8% სურათი განსხვავებულია რეგიონებში. კითხვაზე, ამ შაბათს რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ? შედეგები ასე გადანაწილდა (საქართველო ალოკაცია): ქართული ოცნება — 35,2% კოალიცია ცვლილებებისთვის — 16,9% ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა — 14,6% ძლიერი საქართველო ლელო — ხალისთვის მოქალაქეები — 13,4%, გახარია საქართველოსთვის — 12,4%, გირჩი – 2,3,7 % სხვა – პარტიები 5,1%. კითხვაზე — ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი უნდა გაგრძელდეს, თუ უნდა შეწყდეს?, განწყობა შემდეგი სახით განაწილდა: მოსახლეობის 53% და თბილისელების 69% პროტესტის გაგრძელებას ემხრობა. ხოლო თბილისის მოსახლეობის 24.9% თვლის, რომ პროტესტი არ უნდა გაგრძელდეს. კითხვაზე — თქვენი აზრით, ზოგადად, საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით, თუ თვლით, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით? საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 57.1% თვლის, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება, 33.0%-ი თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება, 6.6% თვლის, რომ არცერთი მიმართულებით ვითარდება, 3.3%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე. საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC-თან თანამშრომლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *