უწყების ცნობით, ხმეტელის ქუჩაზე, 9 მაისის 10:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ღამის საათებში, 00:30-დან 06:00 საათამდე, პერიოდულად შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება სანდრო ახმეტელის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში.
„გარდა ამისა, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. სრულად რეაბილიტირდება და განახლდება ამავე ქუჩაზე არსებული სკვერები.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ახმეტელის ქუჩაზე, 9 მაისის 10:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს გზის ერთ განაპირა ზოლში ორმხრივად – ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გზის მარცხენა მხარეს.
შეზღუდულ მონაკვეთში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, პერიმეტრზე განთავსებული დროებითი საგზაო ნიშნების შესაბამისად.
საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შიდასაუბნო გზების საშუალებით, რომელიც ფორე მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩებს, სანდრო ახმეტელის ქუჩის თავისუფალ მონაკვეთთან აკავშირებს.
გარდა ამისა, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ღამის საათებში, 00:30-დან 06:00 საათამდე, პერიოდულად შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება სანდრო ახმეტელის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში. ასეთ დროს, ავტოტრანსპორტისთვის ხელმისაწვდომი იქნება ალტერნატიული შემოვლითი გზები – ქერჩისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების გავლით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.