აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების თაობაზე.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა ახლახან გააფორმა შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულზე უკრაინასთან.

„ის სრულად იყო რატიფიცირებული და დამტკიცებული [უკრაინის] საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ჩვენ ამას ვაფასებთ. და ]უკრაინის] პრეზიდენტს ცოტა მოგვიანებით გავესაუბრები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამერიკელი ლიდერის თქმით, აშშ-ს ახლა წვდომა აქვს უზარმაზარი რაოდენობის მაღალი ხარისხის იშვიათმიწიერ ლითონებზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *