აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრ

მარკო რუბიო ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

ბრიუსის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრები გამართა როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ისე პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან. სატელეფონო საუბრის დროს რუბიომ დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა გამოხატა პირდაპირი დიალოგის მიმართ.

„რუბიომ ორივესთან სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა დაძაბულობის დაუყოვნებლივი შემცირების აუცილებლობას. მან გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა ინდოეთსა და პაკისტანს შორის პირდაპირი დიალოგისადმი და წაახალისა კომუნიკაციის გაუმჯობესება“, – აღნიშნა ბრიუსმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედოვნებს ორივე მხრიდან დარტყმების შეწყვეტას და აღნიშნა, რომ მზადაა, დახმარება გაუწიოს, თუმცა ვაშინგტონს არ შეუთავაზებია შუამავლობა დაძაბულობის განსამუხტად.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის სასაზღვრო მონაკვეთში შეიარაღებული კონფლიქტი მწვავდება. პაკისტანი ქალაქ ჯამუს ბომბავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *