ეს ვიზიტი ნამდვილად არის იმის ასახვა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში საქართველო უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავდა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.
„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან, სადაც მინისტრები მიმოიხილავენ სიტუაციას საქართველოში და კიდევ ერთხელ, უნგრეთის მხარდაჭერა იქნება გამოხატული საქართველოს მიმართ.
შეხვედრაზე განიხილება პრიორიტეტები, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის და ორ ქვეყანას საკმაოდ დადებითი და სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ამ ეტაპზე. კიდევ უფრო დეტალურად განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს იმისათვის, თუ როგორ შეიძლება საქართველოს წინ წაწევა ევროინტეგრაციის გზაზე.
ეს ვიზიტი ნამდვილად არის იმის ასახვა, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში საქართველო უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავდა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა თამარ ლილუაშვილმა.