აშშ-ში მამაკაცმა მისი შვილის დედა მოკლა. მკვლელობისთვის მას ბრალი უკვე წაუყენეს.
როგორც უცხოური მედია წერს, შემთხვევა 2021 წლის დეკემბერში მოხდა. პოლიცია სახლში სოციალური შემოწმებისთვის გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მას თავზე პლასტიკური პარკი ჰქონდა შემოხვეული.
ქალს ასევე ჰქონდა შეშუპება შუბლზე, მოჭრილი ყური და რამდენიმე თავდაცვითი ჭრილობა. გარდა ამისა, მედია საშუალებების ცნობით, მას სხეულზე მათეთრებელი დაასხეს.
პოლიციის თქმით, ბრალდებულმა გამოძიების დროს მათ უთხრა, რომ თომასის მკვლელობის დროს იგი სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა მისმა კოლეგებმა გამომძიებლებს განუცხადეს, რომ ის რამდენიმე საათით წავიდა და სხვა ტანსაცმლით დაბრუნდა.
გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს ონლაინ ძიების შედეგები. მამაკაცი google-ის საძიებო სისტემაში ეძებდა, თუ როგორ დაეფარა კვალი მკვლელობის შემდეგ.
სასამართლო დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ, მეიბერიმ თომასის გარდაცვალების შემდეგ ვიღაცას შეტყობინებაც გაუგზავნა, სადაც აცხადებდა, რომ მისი შვილის დედა „სამზარეულოში გარდაცვლილი იპოვეს თავზე პლასტიკური პარკით შემოხვეული“.
ქალის ოჯახის წევრებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ბრალდებული გარდაცვლილზე სიცოცხლეშიც ძალადობდა.