მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და წერს რომ აუცილებელია უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ:
„სანამ ქვეყანაში ამინდის პატივისცემას არ ისწავლით და მოსალოდნელი ქარიშხლის წინ სასეირნოდ წახვალთ მუდამ დაზარალდებით. სანამ ნებისმიერი კომპანიის, სასტუმროს თუ კაფე ბარის მენეჯერი თუ მეპატრონე უამინდობის წინ დროულად არ მიიღებთ ზომებს და თანამშრომლებს გაყრით ქარიშხალში გარეთ ნივთების საძებნელად, იცოდეთ რომ თქვენი სტატუსი არაპროფესიონალიზმია. გაფრთხილების პროგნოზი იწერება ზომების მისაღებად და არა ქარიშხალში თავში ხელის სარტყმელად“, – წერს კობა ფარტენაძე.
მეტეოროლოგი ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებაც წერს:
„ღამის საათებში სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი! მომდევნო 4 დღეს კი პერიოდულად ხანმოკლე წვიმა, მთელს ქვეყანაში“, – წერს ფარტენაძე.