პოზიტიურია, როდესაც ვისმენთ მაღალი ტრიბუნიდან მზაობას იმისთვის, რომ პირიქით მოისმინონ ქართული მხარისგან ის წინაპირობა, რა შემთხვევაში შეიძლება აღდგეს საპარლამენტო კავშირი, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის PACE-ს პრეზიდენტთან შეხვედრის შეფასებისას.

მისი თქმით, როგორც კი საქართველოს მიმართ აღდგება სამართლიანია მიდგომები „ქართული ოცნება“ მზად არის ურთიერთობა ევროკავშირთან და ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაიწყოს სუფთა ფურცლიდან.

„დადებითია და პოზიტიურია, როდესაც ჩვენ ვისმენთ მაღალი ტრიბუნიდან გარკვეულად მზაობას იმისთვის, რომ პირიქით მოისმინონ ქართული მხარისგან ის წინაპირობა, რა შემთხვევაში შეიძლება აღდგეს საპარლამენტო კავშირი, რაც მხოლოდ ამ ჭრილში შეწყვიტა საქართველომ ამ ფორუმზე ურთიერთობა თორემ სხვა მხრივ ჩვეულებრივად გრძელდება. ერთადერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ამავდროულად შეიძლება გარკვეული ძალებისთვის ეს ყველაფერი რთულად გადასაწყვეტი იყოს, ეს არის სამართლიანი ურთიერთობის წესები, ეს არის რეალობის აღქმა და არა შენთვის სასურველი რეალობის დაყენების აუცილებლობა და ამისთვის, ამ შემთხვევით ყველაფრის გაკეთება. ევროკავშირიდან დაფინანსება რადიკალური ძალების, ექსტრემისტული ძალების, მოლოტოვის კოქტეილის სროლის გაიდიალიზება, რომანტიზება და ამით მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. რაღაცა თანხების აგროვება და ჯარიმების გადახდევინება პირებისთვის, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით კანონი დაარღვია და პოლიციელების ცოცხლად დაწვა გამოიწვია. ეს ყველაფერი, როდესაც განულდება როდესაც საზოგადოების გადაწყვეტილებას, მილიონ ასოცი ათასი ადამიანის აზრს ყურს დაუგდებენ და თითიდან გამოწოვილი მიზეზით, რომ არჩევნები გაყალბდა ერთი ღირებული მტკიცებულებაც, რომ ვერავინ ვერ წარადგინა, სალომე ზურაბიშვილის პირველ რიგში დაყენებით, რომელიც დადიოდა კაბინეტ-კაბინეტ და სისულელეებს ლაპარაკობდა და ამ სისულელეების უკან არცერთი მტკიცებულება არ იქნა, ეს ყველაფერი თუკი იქნება გვერდზე გაწეული და თამაშის სამართლიანი წესები იქნება საქართველოსთვის შემოთავაზებული, მეტი სხვა წინაპირობა საქართველოს არ გააჩნია.

ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე ურთიერთობებში და მზად ვართ ევროკავშირის, მათ შორის PACE-ს მხრიდან ჩიხში შეყვანილი სიტუაცია ძალიან მალე და მყისიერად გავანეიტრალოთ თუკი იქნება კონკრეტული, სამართლიანი ნაბიჯები საქართველოს მიმართ გადმოდგმული. თუკი ევროკავშირის ბიუროკრატია თუ მისი ელჩი საქართველოში თავს დაანებებს რადიკალიზმის მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში, არ იქნება პირდაპირ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარეული, არ მოუწოდებს საზოგადოებას დამნაშავე პრეზიდენტი ტანჯულად და მსხვერპლად გამოაცხადონ და სიმართლეს, რაც არსებობს და ეს მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს იმიტომ, რომ ორი სიმართლე არ არსებობს, აი, ამ სიმართლეს თვალს გაუსწორებენ, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ეს ურთიერთობები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, უნგრეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თეოდოროს რუსოპულოს აინტერესებდა, თუ რა შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმის, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ აღადგინოს თავისი მუშაობა PACE-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *