დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სპეციალური კომისიის სხდომა, სადაც თბილისში ახალი, 70 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სტადიონის მშენებლობაზე იმსჯელეს.
როგორც სხდომის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკვე შერჩეულია ტერიტორია, სადაც სტადიონის მშენებლობა იგეგმება. მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, ხოლო შერჩეული ტერიტორიის შესახებ დეტალები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.
ადმინისტრაციის ცნობით, ახალი სტადიონი უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას შექმნის და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
მთავრობის ცნობით, სტადიონის კონცეფციაზე მუშაობა უეფას ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს, რათა ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.