ანდერსენის ახალი ეტაპი საქართველოში: სრულფასოვანი საკონსულტაციო ფირმის დაფუძნება და ქვეყნის მასშტაბით გაფართოება
ანდერსენი, მსოფლიოში აღიარებული მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო ბრენდი, ქართულ ბაზარზე გარდამტეხ ფაზაში შედის და იწყებს მომსახურებების სრული სპექტრის შეთავაზებას, რაც ფირმას ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან მრავალპროფილურ საკონსულტაციო კომპანიად აქცევს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ანდერსენი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა აქამდე ის ძირითადად ფოკუსირდებოდა საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურებაზე, სხვადასხვა საკონსულტაციო მიმართულებებთან ერთად. ახლა კი, ფირმამ გააფართოვა თავისი შეთავაზებები და მოიცავს იურიდიულ, საგადასახადო, საბუღალტრო, ფინანსურ, ბიზნეს საკონსულტაციო, ადამიანური რესურსების (HR), კერძო კლიენტების / High Net Worth პირების მომსახურების, შესაბამისობის (Compliance), საჯარო პოლიტიკისა და ადვოკატირების მიმართულებებს—რაც საერთაშორისო ბრენდის რეგიონული ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
“ანდერსენის გაფართოება საქართველოში არ გულისხმობს მხოლოდ მომსახურებათა პაკეტის გაფართოებას — ჩვენ ახლიდან განვსაზღვრავთ საკონსულტაციო ფირმის მნიშვნელობას საქართველოში,” აცხადებს გიორგი სვანაძე, ანდერსენის უფროსმა პარტნიორმა და დავების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოში, და განმარტავს, რომ ანდერსენის გუნდი “არამხოლოდ ბაზრის მოთხოვნებს ჰპასუხობს, არამედ ადგენს ახალ სტანდარტებს.”
ეს გაფართოება საკვანძო მომენტია ადგილობრივი იურიდიული სექტორისთვისაც: ანდერსენი საქართველოში აგრძელებს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალრეიტინგული იურიდიული ფირმის, MG Law Office-ის მემკვიდრეობას. MG Law, რომელიც ცნობილია თავისი კვალიფიციური მომსახურებით და მრავალწლიანი საერთაშორისო აღიარებით, მათ შორის, Chambers & Partners და Legal 500-ის მიერ, დღეისათვის სრულად ინტეგრირებულია ანდერსენის ბაზაზე.
” ანდერსენში ინტეგრაციით ჩვენ ამაყად გავაგრძელებთ MG Law-ის მემკვიდრეობას გაცილებით თამამი გლობალური ამბიციებით,” აღნიშნა თამარ ჯიქიამ, ანდერსენის პარტნიორმა საქართველოში.
გლობალური ლიდერი ადგილობრივი ექსპერტიზით
Andersen Global, ე.წ. ქოლგა-ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც ოპერირებს ანდერსენი საქართველოში, დაარსდა 2013 წელს იმ მიზნით, რომ შეექმნა უწყვეტი, საზღვრებს მიღმა მოქმედი პროფესიული მომსახურების მოდელი. იგი აერთიანებს დამოუკიდებელ წევრ ფირმებს 170-ზე მეტ ქვეყანაში, 20,000-ზე მეტი პროფესიონალითა და 2,000-ზე მეტი გლობალური პარტნიორით. ფირმის უნიკალური გლობალური სტრუქტურა აძლევს ადგილობრივ გუნდს საქართველოში საშუალებას, გამოიყენოს საერთაშორისო რესურსები და ცოდნა, რათა კლიენტებს შესთავაზოს მაღალი დონის მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია ადგილობრივ გამოცდილებაზე.
როგორც ამ გლობალური ქსელის წევრი, ანდერსენი საქართველოში არის საუკეთესოდ აღჭურვილი, კლიენტების კომპლექსურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დასახმარებლად, იქნებიან ესენი საერთაშორისო კორპორაციები, High Net Worth პირები, თუ ადგილობრივი კომპანიები.
ფირმა მთელი ქვეყნისთვის – გლობალური კავშირებით
საკონსულტაციო სფეროში სიახლეების დანერგვის მიზნით, ანდერსენი აფართოებს თავის საქმიანობას დედაქალაქის ფარგლებს გარეთ.
ახალი ოფისების გახსნით ქუთაისსა და ბათუმში (და მალე თელავშიც), ანდერსენი გახდება პირველი საკონსულტაციო ფირმა საქართველოში, რომელიც წარმოდგენლი იქნება საქართველოს თითქმის ყველა ეკონომიკურ ცენტრში. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება ასახავს ანდერსენის ერთგულებას, იყოს არა რიგითი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ დედაქალაქში ოპერირებს, არამედ იყოს ფირმა მთელი ქვეყნისათვის—ღრმად ფესვგადგმული ქვეყნის რეგიონებში, სწრაფად რეაგირებადი ადგილობრივ მოთხოვნებზე და ხელმისაწვდომი კლიენტებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ჩვენი მიზანია, გავხდეთ სანდო მრჩეველი კლიენტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით,“ განაცხადა არჩილ გიორგაძემ, ანდერსენის მმართველმა პარტნიორმა საქართველოში და განმარტა, რომ „ანდერსენი არის ერთადერთი საკონსულტაციო ფირმა საქართველოში, რომელმაც შექმნა რეალური ადგილობრივი წარმომადგენლობა ქვეყნის მასშტაბით.“
ფირმის გაფართოება აისახება გუნდის შემადგენლობაზეც, ვინაიდან ანდერსენმა მიიღო ახალ პარტნიორები და გუნდის წევრები, რათა გაზარდოს შეთავაზებული მომსახურებების ხარისხი და სათანადოდ უპასუხოს კლიენტთა მზარდ ბაზასა და მოთხოვნებს. „ჩვენ ვიზრდებით არა მხოლოდ მასშტაბებით, არამედ ტალანტით,“ ხაზგასმით აღნიშნა ნიკოლა მარიანიმ, ანდერსენის თავმჯდომარემ საქართველოში. „ახალი პარტნიორების მოზიდვითა და გუნდის გაფართოებით, უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს კლიენტებს ჰქონდეთ წვდომა ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალებთან ყველა სფეროში.“
მომავლის პერსპექტივა
MG Law-ის მემკვიდრეობის ინტეგრაციით, მომსახურების ხაზების გაღრმავებითა და Andersen Global-ის ფართო ქსელის მხარდაჭერით, ანდერსენი საქართველოში მიზნად ისახავს, რომ გახდეს ბაზრის ლიდერი—მრავალპროფილური გამოცდილებით, საერთაშორისო მასშტაბითა და ეროვნული სულისკვეთებით.
„ეს გაფართოება გარდამტეხი ეტაპია,“ განაცხადა გიორგი სვანაძემ. „პირველად, ბიზნესებსა და კერძო პირებს საქართველოში ექნებათ წვდომა ფირმაზე, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან პროფესიულ მომსახურებას ერთ სივრცეში—საერთაშორისო გამოცდილებით, რაც ს დამატებითი უპირატესობაა.“
ანდერსენის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს, როგორც რეგიონული ბიზნესისა და ინვესტიციების ჰაბის განვითარებას.