“მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიღე
უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, უკადრებელი იკადრა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომლის კანდიდატურაც UNWTO-ს გენმდივნის პოსტზე “ოცნების” მთავრობამ უკან გაიწვია.

„უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა. ვინ იმსახურებს ამ სიტყვებს, შევეცდები მოგახსენოთ. როცა აქეთ-იქით რეკავ და ცდილობ, ათასი ახლობელი გამოძებნო, ხვეწნით და მუდარით, მდინარაძესთან, კობახიძესთან, კალაძესთან და ა.შ. და იხვეწები, რომ იქნებ რამენაირად გადაწყვეტილება შევცვალოთ და როდესაც დარწმუნდები, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ასეთ რაღაცას კადრულობ – მის პიროვნულ თვისებებზე და იმაზე, თუ ვინ ვინ არის და რას იმსახურებს, ალბათ, აქედან უნდა ვიმსჯელოთ. მან უკადრებელი იკადრა, ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა.

ეს არის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს აღარ წარმოადგენს. თავის დროზე კონსულტაციები იყო გარკვეულ პარტნიორებთან და არ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენ ბევრი გადაწყვეტილება გარკვეული კომპრომისების და კონსენსუსების საფუძველზე მიგვიღია, მაგრამ ამ დეტალებში აღარ შევალ. დაგიდასტურებთ იმას, რომ თავის დროზე იყო პარტნიორთა გარკვეული კონსულტაციები და მათი რჩევები… ბუნებრივია, ჩვენც ყველას გვიხარია და გვიხაროდა, როდესაც სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ქართველები არიან ხოლმე, ეს ბუნებრივია ყველას გვიხარია, მაგრამ ის საქართველოს კი აღარ წარმოადგენს, ის წარმოადგენს თავის პატრონებს. ახლა გული რომ სწყდება – პრემიერ-მინისტრს ურეკავდა და არ იღებდა, ჩვენც ძალიან გული გვწყდება, ჩვენ კი არა მთელ საქართველოს, როდესაც საქართველოს სჭირდება პარტნიორებთან ამ გაურკვეველ ურთიერთობებში, მისი როლი, სტატუსი, ჩართულობა და იქით არის სახვეწარი ამ დროს, მაშინ უნდა მიხვდეს. წითელი ხაზია, რომ საქართველოდან ურეკავდნენ თვეებით ადრე სხვადასხვა თემაზე და მაინც, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფეხებზე იკიდებს, მაშინ უნდა იფიქროს, რომ სახვეწნელად გაუხდება საქმე და მერე ამ ხვეწნა-მუდარას და თავმოყვარეობის დაცემას, არავინ სერიოზულად არ შეხედავს, შეაფასებს ისე, როგორც საჭიროა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამიტომ პოლოლიკაშვილი იქნება თუ თავის პატრონებს დაქვემდებარებული ადამიანი, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას არც მხარს დაუჭერს, პირიქით დაბლოკავს. აქ ფორმალური მხარეც იყო, მესამე შემთხვევაზე გარკვეული პრეტენზიები, იმ ჩვენ ევროპელ მეგობარ ქვეყნებსაც ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი პრეცედენტის დაშვება არ უნდოდათ. მისი შანსები ისედაც ნაკლები იყო და ამ 1%-იანი შანსის გულისთვის ის უკადრებელს კადრულობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველომ UNWTO-ს ხელმძღვანელის არჩევნებიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მის მიერ ხელისუფლებისადმი “უდიერი დამოკიდებულებისა” და “თავში ჩარტყმის” მცდელობის გამო მოხსნა. როგორც მან ბათუმში ვიზიტისას მედიას განუცხადა, პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნა უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *