“ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღნიშვნისას განაცხადა.
“ყველა ოჯახს უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე. ოჯახის სიწმინდის დღის ჩუქებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს. დღევანდელი დღე სულ უნდა აღინიშნებოდეს – ბევრი რამის სიმბოლოა, განსაკუთრებით, დამოუკიდებლობისა და ოჯახის პატივისცემის,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს. მსახურების დასრულების შემდეგ, დაიწყება მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ.