ბორჯომში 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით Wyndham Grand-ის 5-ვარსკვლავიანი მულტიფუნქციური ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. , Wyndham Grand Borjom-ის პროექტი დეველოპერული კომპანიების – „ნიუ სითი დეველოპმენტის“ (NCD ლიკანი) და „აპკოს“ მიერ, Wyndham Hotels & Resorts-თან და სასტუმრო მენეჯმენტის გლობალურ ლიდერ კომპანია Aimbridge Hospitality-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

„NCD ლიკანი“ უმსხვილეს საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორთან, Aimbridge Hospitality-სთან, თანამშრომლობას იწყებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა, გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ განაცხადა, პარტნიორობა უკავშირდება ბორჯომში მშენებარე Wyndham Grand-ის სასტუმრო კომპლექსის ოპერირებას.

„ძალიან მოხარულები ვართ და გვეამაყება, რომ ვთანამშრომლობთ ამ კომპანიასთან. ჩვენი პროექტი იმდენად უნიკალური და გამორჩეულია, რომ მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებდა. Aimbridge თავისი გამოცდილებით და ინოვაციური მიდგომებით სწორედ ის პარტნიორია, ვინც სრულად პასუხობს ამ მოთხოვნებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, Aimbridge-ის მენეჯმენტით სასტუმრო სექტორში ხელმისაწვდომი გახდება არაერთი საერთაშორისო სტანდარტი და ინოვაცია – იქნება ეს მარკეტინგი, ხარისხის კონტროლი, გაყიდვები თუ სხვა მიმართულებები, რაც საბოლოო ჯამში სტუმრის კმაყოფილებასა და ინვესტორთა მაღალი შემოსავლის მიღებას შეუწყობს ხელს.

Wyndham Grand Borjomi-ს ფარგლებში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს, 400-ზე მეტი საინვესტიციო რეზიდენციის და ბალნეოლოგიური ცენტრის განვითარება. პროექტი ასევე მოიცავს სარეკრეაციო ზონას, სადაც განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა.

პროექტის ფარგლებში 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მისი პირველი ეტაპის დასრულება 2027 წლის ბოლოსთვის, ხოლო სრული ამოქმედება 2029 წელს არის დაგეგმილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *