ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ამბობს, რომ წინსვლა ვერ მოხდება, თუ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას არ დაუბრუნდება. მან ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში, მედიასთან განაცხადა.

კოსის თქმით, ევროკავშირის გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაფიოა — „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს იმ პოლიტიკურ და ღირებულებით მიმართულებას, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახთან დაახლოებას უზრუნველყოფს.

კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი “ქართული ოცნებისთვის” და ქართველი ხალხისთვის, ევროკომისარმა მოქალაქეებს მოუწოდა გააგრძელონ ბრძოლა ევროპული ღირებულებებისთვის.

„ქართული ოცნებისთვის“ გზავნილი ისაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას. ქართველი ხალხისთვის ის, რომ დარჩით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *