აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში “გალფის” ინიციატივით წელს კიდევ 7 ქართველი სტუდენტი ჩაერთვება Global UGRAD-ის პროგრამაში და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს სწავლას.

“გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამა (Global UGRAD) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებს ერთსემესტრიანი აკადემიური გაცვლით პროგრამის ორგანიზებას აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის ამერიკის უკეთ გაცნობა და მათი ლიდერული უნარების განვითარება.

“გალფი”-სთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. 2022 წლიდან დღემდე, ყოველწლიიურად – “გალფის” სტიპენდიას ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ასი საუკეთესო ქულების მქონე აბიტურიენტი იღებს. გარდა ამისა 2023 წლიდან კომპანია “გალფი” AmCham-ის და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია”, – განმარტავენ ნავთობკომპანიაში.

Gulf-ის მხარდაჭერით 2022 წლიდან დღემდე 40 სტუდენტი ჩაერთო პროგრამაში და მიიღო სრული სასწავლო დაფინანსება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *