ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ჩვილი.
ისრაელში აცხადებენ, რომ იღებენ შესაბამის ზომებს სამოქალაქო მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანისთვის.
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ჯამში, ღაზის სექტორში 53 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.