26 მაისისადმი დაგეგმილი ღონისძიების სამზადისი უკვე დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია გამართეს. რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც სამხედრო ფიცის დადებისთვის ემზადებიან.

თავისუფლების მოედნის გარდა, 26 მაისს რეკრუტები ფიცს დადებენ კიდევ ხუთ სხვადასხვა ისტორიულ ადგილას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *