თიბისი ბიზნეს დაჯილდოება 2025 დაიწყო. უკვე მეოთხე წელია პროექტს პარტნიორობას Visa უწევს.

როგორც Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში და მოლდოვაში დიანა კიღურაძე აღნიშნავს, დაჯილდოების პარტნიორობა საამაყო და საპასუხისმგებლოა.

მან “საქმიან დილაში” სტუმრობისას აღნიშნა, რომ Visa საკუთარ გლობალურ ექსპერტიზას ახმარს პროექტს.

“უკვე მრავალი წლის განმავლობაში Visa თიბისი ბიზნესის მიმართულების ერთგული და ექსკლუზიური პარტნიორია და ამ წარმატებული პარტნიორობის განმავლობაში მრავალი ინიციატივა განვახორციელეთ, რომელიც სწორედ ამ სეგმენტის გაძლიერებას ემსახურება. პანდემიიდან მოყოლებული დავიწყეთ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა გააციფრულე შენი ბიზნესი, ბიზნესებს უამრავ საბარათე პროდუქტებს ვთავაზობთ, ჩვენს საერთაშორისო ბენეფიტებს, რომლითაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ვთავაზობთ ბიზნესებს, რომ მიიღონ შეთავაზებები არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც, ისეთ სერვისებზეც შევთავაზეთ ფასდაკლებები, რაც მათი ბიზესისთვის მნიშვნელოვანია.

უკვე 4 წელია, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების გვერდით ვდგავართ, რაც ჩვენთვის საამაყო და დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენს გლობალურ ექსპერტიზას ვახმართ ამ პროექტს – ბიზნესებს ვუზიარებთ იმ ტენდენციებს, გლობალურ შესაძლებლობებს, რაც მსოფლიოში არის. ჩვენი ქსელი ეხმარება მათ, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გააცნონ საზოგადოებას საკუთარი თავი. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ბიზნეს დაჯილდოებაა აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ვაძლიერებთ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან”,- ამბობს დიანა კიღურაძე.

მან, როგორც ინოვაციური სტარტაპების მიმართულებით ჟიურის წევრმა, ასევე ისაუბრა კრიტერიუმებზეც, რის მიხედვითაც შერჩევა ხდება.

“პირველი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის, რომ პროდუქტი, სტარტაპი იყოს ინოვაციური, უნდა იყოს საინტერესო და აქტუალური ინოვაცია, რომელიც დღევანდელ ტენდენციებს პასუხობს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ასევე ყურადღებას ვაქცევთ, არის რამდენად აქვს კომპანიას შესაძლებლობა გასცდეს საქართველოს ფარგლებს. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება იდეის წარდგენა. მანდ ჩანს, რამდენად სჯერა კომპანიას საკუთარი იდეის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია შეფასებისას ჩემთვის, როგორც ჟიურის წევრისთვის”,- აღნიშნა დიანა კიღურაძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *