ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს $2.2 მილიარდის დაფინანსებას უყინავს
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ჰარვარდის უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვის შესახებ, აშშ-ის საოლქო სასამართლომ დროებით შეაჩერა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ჰარვარდის საჩივრის საფუძველზე მიიღო.

სარჩელში უნივერსიტეტი ამტკიცებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონისა და სიტყვის თავისუფლების უფლებათა აშკარა დარღვევაა. სასამართლო განჩინების თანახმად, ადმინისტრაციის მიერ მიღებული ორდერი დროებით შეიზღუდება, მომდევნო მოსმენა კი 29 მაისს ბოსტონის სასამართლოში გაიმართება.

საქმე ისაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, ჰარვარდის უნივერსიტეტი ანტისემიტიზმთან ბრძოლისთვის საკმარისს არ აკეთებს, რაც კამპუსში გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რომელთა მონაწილეებიც ისრაელის პალესტინაზე თავდასხმას აკრიტიკებენ. ამ მიზეზით ადმინისტრაციამ ჰარვარდს გაცვლით პროგრამებზე წვდომა შეუზღუდა.

ჰარვარდის უნივერსიტეტში 6800-მდე უცხოელი სტუდენტი ირიცხება, რაც სტუდენტთა ჯამური რაოდენობის 27%-ს შეადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *