მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის გამოყენებით პერფორმანსი წარმოადგინა, რასაც ტელეგრამ-არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. ის წერს, რომ “ჩვენი ქვეყნის [რუსეთის] სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებაზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ”. “დილით არაერთი ზარი გაისმა, რომლითაც კომენტარის გაკეთებას ითხოვდნენ უცნობი ანტიგმირის გამოხტომაზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც პერფორმანსი მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა უქნას მას ფსიქოპატმა. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ. მესამე, თამარ დედოფლის ღირსეული შთამომავლები – წერეთლების ოჯახის დიდებული წარმომადგენლებიდან და პრინცი ბაგრატიონიდან დაწყებული, რომლებიც რუსული დროშის ქვეშ იბრძოდნენ, ნიკოლოზ ცისკარიძით დამთავრებული, რომელიც დონბასის რესპუბლიკისთვის დახმარებას აგროვებდა – რომლებმაც თავიანთ პროფესიაში რეალურ სიმაღლეებს მიაღწიეს, ამ ფსკერისგან განსხვავებით, რომელიც ყურადღების ღირსიც არაა, ისინი საკუთარ თავის ასოცირებას რუსულ სამფეროვან დროშასთან ახდენენ ორიგინალური ქართული პატივითა და სიამაყით. და, რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად, აღმართა ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც რუსეთია, დაცემული დამარცხებული თავზე”, — წერს ზახაროვა. ეს ყველაფერი არ არის. ამის შემდეგ მუსიკოსს შეურაცხმყოფელ და არაკორექტულ კონტექსტში მოიხსენიებს და წერს, რომ “როდესაც ღმერთმა ადამიანს ტვინი არ მისცა, მას სხვა ორგანოებთან უწევს მუშაობა. […] რას არ გააკეთებს უტვინო ადამიანი თვითკმაყოფილებისთვის”, — წერს ხაზაროვა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის საქმეა და თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით ისჯება.
ახალი ამბების სააგენტო