საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, დამოუკიდებლობის დღის მილოცვას ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ მილოცვაში წერია, რომ “დღეს, როგორც არასდროს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს ამ ღირებულებების განსამტკიცებლად, რათა ერთად ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება ადამიანის ღირსება და თავისუფლება”. “საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს ყველა მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სახალხო დამცველი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და თანასწორობის დასამკვიდრებლად. დღეს, როგორც არასდროს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს ამ ღირებულებების განსამტკიცებლად, რათა ერთად ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება ადამიანის ღირსება და თავისუფლება. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” — ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
ახალი ამბების სააგენტო