საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლედი ფრიდრიხ მერცი “ვაიმარის სამკუთხედის” სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. “საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს”, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც IPN ავრცელებს. Weimar Triangle Joint statement by @EmmanuelMacron @donaldtusk @_FriedrichMerz on the occasion of Independence Day of #Georgia 👇 pic.twitter.com/2IbdemSflI — Sheraz Gasri 🇫🇷🇬🇪 (@Sherzag) May 26, 2025

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *