ჰარვარდის უნივერსიტეტის თანამშრომელი სასწავლებლის მორგიდან ადამიანის სხეულის ნაწილებს იპარავდა და ყიდდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

57 წლის სედრიკ ლოჯი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მორგის მენეჯერი იყო. ის მორგიდან 5 წლის განმავლობაში „თავის ქალებს, ტვინს, ძვლებს და სხვა ნაწილებს იპარავდა, შემდეგ კი ყიდდა”. 

პენსილვანიის შუა ოლქის პროკურატურის ოფისის ცნობით, ერთ-ერთმა მოქალაქემ,  ორგანოების გაგზავნისთვის, ლოჯის მეუღლეს 3 წლის განმავლობაში 37,355.16$-ი გადაურიცხა.

ფედერალური პროკურორების თქმით, სხეულის ყველა ნაწილი იმ პირთა ცხედრებიდან იყო აღებული, რომლებმაც გარდაცვალების შემდეგ თავიანთი ცხედრები ჰარვარდს შესწირეს.

„ადამიანის სხეულის ნაწილების მოპარვა და გაყიდვა – ადამიანურ არსს ეწინააღმდეგება. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საქმე იმ პირთა სხეულებს ეხება, რომლებმაც  გადაწყვიტეს თავიანთი ცხედრები სამედიცინო პროფესიონალების განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოყენებულიყო”,- განაცხადა პროკურორმა ჯერარდ მ. კარამმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *