“ყველამ ვიცით რომ ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს ვერ მიაღწევს. უნდა შექმნას პოლიტიკური ალტერნატივა, ისეთი, რომელიც თქვენი და ჩვენი პარტნიორების ნდობით ისარგებლებს”, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვების სამი კომპონენტი დაასახელა, რომელიც მისი მოსაზრებით, ხალხი, პარტნიორები და წინააღმდეგობის პლატფორმა უნდა იყოს.

“გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რაც სამ რამეს მოითხოვს: ერთია საზოგადოების ერთობა, შემართება და ეს მიღწეულია რადგან პროტესტი ყველას ეხება, ყველგან მიაღწია და ყველა რეგიონი ჩართულია. საზოგადოების ერთიანობის ღერძი არის ის პროტესტი, რომელიც რუსთაველზე ჯიუტად ყოველ საღამოს დგას, დგას და დგას ბოლომდე.

გამარჯვების კომპონენტის მეორე ნაწილი არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მეგობრების მხარდაჭერა და აქ ვინც ვართ ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. დღეს მათი მხრიდან მოლოცვები არ არის ტრადიციული და პროტოკოლური, ეს არის მოლოცვები მხოლოდ ქართველი ხალხისადმი.

გამარჯვების მესამე კომპონენტია, რომ შეიქმნას შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც რამდენიმე პარტიას აერთიანებს და არის ღია ყველა სხვა პარტიებისთვის. ყველამ ვიცით, რომ ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს ვერ მიაღწევს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების ერთიანობის ღერძი არის ის პროტესტი, რომელიც რუსთაველზე ჯიუტად ყოველ საღამოს დგას: “ეს პროტესტი, როგორც აისბერგის მწვერვალი და ყველას აერთიანებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *