ირაკლი კირცხალია ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე: “ქართული ოცნების” პირობებში, ეს არის ერთადერთი შ

რეალურად ისინი არაფრის გადაწყვეტილების მიმღები არ არიან. საქმე გვაქვს ერთგვარ დივერსიფიცირებასთან ამ აგენტურულ ბაზარზე რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობა ჰქვია, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რეალურად რას წარმოადგენენ ისინი და რა რეიტინგი აქვთ.

„საქმე გვაქვს ამ დივერსიფიცირების ფონზე სხვადასხვა განცხადებასთან, სხვადასხვა შიდა ბატალიასთან და ასე შემდეგ. იქ სალომე ზურაბიშვილია ფიგურანტი, იქ ბატონი გახარია, ბატონი მელია, თუ გვარამია. იქ ვხედავთ ახლა საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება არ გამოუცხადებლობის თემას; ვიღაცა თავის თავს იცოცხლებს, ან დავალება აქვს, რომ წავიდეს მიზანმიმართულად კანონის წინააღმდეგ, სპეციალურად ისპეკულიროს ამ თემით და ჩაჯდეს ციხეში. ეს ყველაფერი თამაშია. საბოლოოდ ყველაფერი იქნება ისე, როგორი დაკვეთაც წამოვა და როგორ დავალებასაც მიიღებენ. ეს შიდა ბატალიები, ეს აზრთა სხვადასხვაობა, ჯერ სალომეს გალიდერება, შემდეგ ლანძღვა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ამ სპექტაკლის ნაწილი და ჩვენმა საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. ჩემთვის ძალიან კარგი იქნება, რაც უფრო ნაკლებად იქნებიან ესენი წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე. აგერ არის, რამდენიმე თვეში თვითმმართველობის არჩევნები და კიდევ ერთხელ შანსი მათივე პატრონებისთვის, რომ კარგად დაინახონ რეალურად რას წარმოადგენენ და რა არის მათი რეიტინგი. ეს მეათედ და საიუბილეოდ გამოჩნდება იმ გამანადგურებელ ანგარიშში, რომლითაც 64-ვე მუნიციპალიტეტში ეს უსამშობლოები დამარცხდებიან“, – განაცხადა კირცხალიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *