„თეგეტა ბიზნესი“ მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას – ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი
თქვენი ბიზნესის უწყვეტი მოძრაობისთვის – თეგეტას ახალ მიმართულებაზე „ბიზნესის კვირეულის“ ეთერში ჰოლდინგის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ ისაუბრა. ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული მიმართულება, „თეგეტა ბიზნესი“ მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
„ეს მიდგომა დასავლეთის ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისისა და პროდუქტების მიმწოდებელს მიღმა გავხდეთ ბიზნესპარტნიორი.
ბიზნესს ვთავაზობთ აბსოლუტურად კომპლექსურ სერვისს. მოგეხსენებათ, კაპიტალზე წვდომა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის პრობლემატურია, მეორე მხრივ, მსხვილი ბიზნესისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა, ზრდასთან ერთად ეფექტურობის დაკარგვა. ჩვენ ვთავაზობთ თანამშრომლობის სხვადასხვა მოდელს, მთლიანად საავტომობილო ფლიტის მართვის ყველაზე ეფექტურ შესაძლებლობებს.
გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ყველაზე დიდი ექსპერტები საავტომობილო ინდუსტრიაში და ჩვენსავით ხარჯთეფექტურად ვერავინ მართავს ავტოპარკს“.- ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.
Tegeta for Business მომხმარებელს სთავაზობს:
- ფლიტ მენეჯმენტის სერვისს – ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, გამართულობის კონტროლსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას;
- TCO (Total Cost of Ownership) ანალიზს – ავტოპარკის ფლობის ხარჯების გამჭვირვალე შეფასებას, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ოპტიმიზაციას;
- PPK (Price-Per-Kilometer) სერვისს – უნიკალურ შეთავაზებას, სადაც მომხმარებელი იხდის მხოლოდ გავლილი კილომეტრის მიხედვით, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ხარჯებს საბურავებსა და სერვისებზე;
- ინდივიდუალურ ფასებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ავტოპარკის სპეციფიკის მიხედვით;
- პრიორიტეტულ მომსახურებასა და პერსონალურ მენეჯერს, რომელიც ზრუნავს სერვისის უწყვეტობასა და მომხმარებლის საჭიროებებზე;
- მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებსა და გადახდის პირობას.
მოქნილი და სწრაფი თანამშრომლობისათვის შექმნილია საკომუნიკაციო არხები (www.tegetabusiness.ge; Te************@**********rs.ge; 226 44 44), სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ან დაუკავშირდნენ სპეციალურად ამ მიმართულებაში შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს.