PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ გაიზარდა.

კერძოდ, 2025 წლის აპრილში ასეთი ადამიანების რაოდენობა 34.0%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის აპრილში ასევე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ. აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.1%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება წლიურ ზრდის ტემპს, მიმდინარე წლის აპრილში იგი 2.6 პროცენტული პუნქტით შენელდა 2024 წლის აპრილთან შედარებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *