ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსო სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციებს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსო სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციებს. მან ამის შესახებ ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

“ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსო სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციებს, რაც ცალკე აღნიშნვნის ღირსია. ასევე, იცავენ ადგილობრივ კანონმდებლობას. საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. რა თქმა უნდა, ამ წარმატებებში საფინანსო სექტორის როლიც არის ფასდაუდებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *