ირაკლი ქარსელაძე 2021 წლის 22 თებერვლიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნდა ჩაებარებინა.
გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.
საქმე ის არის, რომ სანამ დეკლარაციები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.
2024 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ქარსელაძის საკუთრებაშია თბილისში, ეკატერინე ბაღდავაძის V ჩიხში მდებარე 549 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2017 წელს შეიძინა 100 000 დოლარად.
სხვადასხვა ბანკში მის ანგარიშებზე ჯამურად 87 375 დოლარი და 2 248 ლარი.
ამასთან, მის სახელზე ფიქსირდება იპოთეკური სესხი 247 500 დოლარის ოდენობით.
2023 წლის განმავლობაში მინისტრის თანამდებობაზე მიღებული ანაზღაურება 72 962 ლარია.
ქარსელაძემ მშობლებისგან საჩუქრად 80 000 აშშ დოლარი აქვს მიღებული.
დეკლარაციის მიხედვით ქარსელაძეს და მის მეუღლეს არ ჰყავთ ავტომობილი და არც ძვირფასი ნივთები მიუღიათ საჩუქრად.