მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩვენი სიყვარული უსასრულო იყო. უტა გაცნობის დღიდან სიგიჟემდე მიყვარდა. მის გარეშე წუთი, წამი არ შემეძლო. სადმე თუ წავიდოდა სულ ვურეკავდი და ვწერდი, სად ხარ მალე მოდი-თქო.

საოცარი მამა იყავი, შვილებზე უზომოდ შეყვარებული. როგორ ვიცხოვრო უშენოდ უტა…”- წერს გვანცა გოროზია. 

ცნობისთვის, 14 მაისის ღამეს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ორი მგზავრის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს.

10-დღიანი ძებნის შემდეგ, 24 მაისს, მტკვარში, ავარიის შედეგად გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის, გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.

მომხდარი შემთხვევიდან მალევე, მაშველებმა წყლიდან ერთი მოქალაქე ამოიყვანეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *