რაც შეეხება სამომავლო მიწოდებას, თიბისი კაპიტალის თანახმად, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, საოფისე ფართები სამომავლოდ, ძირითადად მრავალფუნქციურ შენობებსა და სავაჭრო ცენტრებში იქნება განთავსებული.
თიბისი კაპიტალის კვლევაში იჯარის ფასებიცაა მიმოხილული. კერძოდ, თიბისი კაპიტალის თანახმად, ბათუმში საოფისე უძრავი ქონების იჯარა მიახლოებულია თბილისის საშუალო მაჩვენებელთან და კვ.მ-ზე $16.2 შეადგენს. ქუთაისშ ($11.8), ზუგდიდსა ($9.1) და თელავში ($8) საოფისე უძრავ ქონებაზე საშუალო იჯარა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.
თბილისში კი, 2024 წელს ბიზნესცენტრებში საშუალო იჯარა წლიურად 6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე $23.4-ს გაუტოლდა.
მიმოხილვის თანახმად, საშუალო იჯარა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბიზნესცენტრების ტიპების მიხედვით: A კლასის ბიზნესცენტრში საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $28-ს შეადგენს, ხოლო B კლასის ბიზნესცენტრში – $15.1. C კლასის საოფისე სივრცეებზე რომლებიც ძირითადად საცხოვრებელი შენობების პირველ სართულზეა განთავსებული საშუალო იჯარა კვ.მ-ზე $13-ს შეადგენს.
“2024 წელს თბილისის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია. დატვირთულობის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნეს ცენტრებში, სადაც ვაკანტურობის კოეფიციენტი 10%-მდე შემცირდა.
2024 წელს, თბილისში 18 ახალი ბიზნესცენტრის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, თბილისში ახალი მსხვილი ბიზნესცენტრები გამოჩნდება. ახალი ბიზნესცენტრების მშენებლობის ნებართვები ძირითადად ვაკეში და საბურთალოზეა კონცენტრირებული“, – წერია მიმოხილვაში.