2 ივნისს, სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, კიევის დელეგაცია შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს და მას კვლავ თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ჩაუდგება სათავეში.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი“, – დაწერა ზელენსკიმ საკუთარ ტელეგრამარხზე. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პოზიცია რჩება უცვლელი: სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების გათავისუფლება და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ გაყვანილი ბავშვების დაბრუნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ 29 მაისს განაცხადა, რომ მეორე რაუნდზე რუსეთის დელეგაცია იმავე შემადგენლობით წარდგება, როგორც წინა შეხვედრაზე.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გასულ თვეში გაიმართა და ის, ოფიციალური ინფორმაციით, პროგრესამდე ვერ მივიდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *