საქართველოსთან მიმართებით ისევ ძველი სცენარის აღსრულების ინტერესია, ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, ლატვიიდან იქნება თუ ბრიუსელიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ხისტი განცხადებების მიუხედავად, ლატვია და ლიეტუვა პირველ სავაჭრო პარტნიორად ისევ რუსეთს განიხილავენ და მასთან საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ.

„ლატვია და ლიეტუვა ხისტი განცხადებების მიუხედავად, პირველ სავაჭრო პარტნიორად ისევ რუსეთს იხილავენ და მათ საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნიათ. ვერ იმას ვიტყვით, რომ ისინი სანქციების რეჟიმს მთლიანად იცავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლატვია იმ რაოდენობის არყის იმპორტიორი ვერ იქნებოდა, რომელიც მას ბოლო პერიოდში გაუორმაგდა. თურმე, ლიტვა გაცილებით მეტ ღვინის აგზავნის რუსეთში, ვიდრე საქართველო. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმარი რუსეთში ბიზნესს აკეთებს.

საუბარი მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე კი არ არის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევაზე, სადაც მთავარია პროპაგანდა და აღქმა, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. ეს მოღალატეობრივი ნაბიჯებია, რომლებსაც შესაბამისი შეფასება არჩევნების დროს მიეცა. არავის უნდა უკვირდეს, რომ„ქართულ ოცნებას“ შესაბამისი მხარდაჭერა აქვს. ასევე, საქართველოსთან მიმართებით ისევ ძველი სცენარის აღსრულების ინტერესია. საქართველო ის ქვეყანა უნდა იყოს, სადაც იქნება არა ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული მთავრობა, არამედ მთავრობა, რომელიც ნებისმიერ დროს ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, ლიეტუვიდან იქნება, ლატვიიდან, ესტონეთიდან თუ ბრიუსელიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *