ევრობარომეტრის 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასული წლის შემოდგომიდან ევროკავშირისადმი ნდობა საქართველოში 9%-ით შემცირდა და 49% შეადგინა.

ევროკავშირს უნდობლობას 37% უცხადებს, ხოლო 14%-ს პასუხი არ აქვს.

ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51% ეროვნული მთავრობის ნდობისკენ იხრება, 44% კი – უნდობლობისკენ, 5%-ს პასუხი არ აქვს.

9%-ით არის შემცირებული და 60%-ს შეადგენს იმ მოქალაქეების რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კარგია. 7% ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ცუდია, ხოლო 28%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

ამასთან, მოსახლეობის 75% დარწმუნებულია, რომ საქართველო სარგებელს მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებისგან. გასული წლის შემოდგომაზე ეს მაჩვენებელი 82%-ს შეადგენდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *