“საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია, ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტა, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ზე დაწერა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხი განიხილეს.

“სატელეფონო საუბარი მქონდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. განვიხილეთ პოლიტიკური ვითარება საქართველოში, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები. საქართველოს მომავალი ქართველების ხელშია. ევროპულ გზაზე საქართველოს შემდგომი პროგრესი მხოლოდ ევროპულ ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს”, – წერს კოშტა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც. მან X-ზე დაწერა, რომ ანტონიო კოშტასთან საუბარი იყო საქართველოში კატასტროფულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რუსეთის ჰიბრიდულ სტრატეგიაზე, რომელიც “ქართული ოცნების” მარიონეტული რეჟიმის მეშვეობით კონტროლის მოპოვებას ისახავს მიზნად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *