გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია! – კახა კალაძე

მაშინ, როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს და რადიკალიზმი – სამოქალაქო სტანდარტად, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევრობარომეტრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემოდგომასთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით შემცირდა.

„სულ რამდენიმე სიტყვით ვიტყვი და ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს გაიგებს, სწორ ანალიზს გააკეთებს: მაშინ, როდესაც სააკაშვილი ევროპულ საზომად დაგვისახეს, რადიკალიზმი – სამოქალაქო სტანდარტად, ომში ჩათრევას ცდილობდნენ, ეკონომიკის განადგურებას გვიქადდნენ, ცხადია, ამას რეაგირება მოჰყვება და ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. ნამდვილად არ მიკვირს ის შედეგები, რაზეც ახლა საუბრობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული, გამოკითხულთა 51% კი ეროვნულ მთავრობას ენდობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *