ლიეტუველი ევროპარლამენტარის და სახალხო პარტიის წევრის რასა იუკნევიჩიენე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველო როგორც კანდიდატი ქვეყანა, დიდ რეგრესს აჩვენებს. კერძოდ, მან თქვა, რომ საქართველო მაგალითია იმის თუ როგორ იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა ავტოკრატიად. რასა იუკნევიჩიენემ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ასევე თქვა, რომ ანგარიშში მოხვდა გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვა, ჟურნალისტისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავება, ასევე თავდასხმა ევროკავშირზე და მის წარმომადგენლებზე.
“ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის სანქცირებას, მოითხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის დახმარების გადახედვას”, – განაცხადა მან.
ანგარიშში გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მოხსენიებულია, როგორც გაყალბებული, რის შემდეგაც მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო მიტაცება.