თბილისის მერმა და პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ შპს “კალა კაპიტალ თბილისი” 13 მაისს დაარეგისტრირა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. შესაბამისი დოკუმენტაცია სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდზეა განთავსებული. კომპანიის დირექტორად ორმაგი მოქალაქეობის მქონე კახაბერ კობაივანოვი იყო მითითებული. 4 ივნისის ცვლილებით, კომპანიის დირექტორად ლანა ხასიდაშვილი დაინიშნა. bpn-ის ცნობით, ამ დროისთვის, სამეწარმეო რეესტრში კალაძის სახელზე კიდევ ერთი კომპანიაა რეგისტრირებული. პირველი შპს “კალა კაპიტალია”, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის სფერო საინვესტიციო, საბანკო მომსახურებები და მათთან დაკავშირებული სერვისებია. ასევე 2024 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის არის 50%-ის წილის მფლობელი კომპანიის “კალა კაპიტალი საფრანგეთი.პარიზი”.
ახალი ამბების სააგენტო