საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია განაგრძობს მუშაობას. საკანონმდებლო ორგანოში მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. მის ფარგლებში საგამოძიებო კომისიის წევრები ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხებს გაეცნობიან. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მომხდარ ფაქტებს გიული ავალიშვილი და ვალერი შოშიაშვილი გაიხსენებენ.
მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობისას მრავალი აქამდე უცნობი დეტალი გამოიკვეთა, რაც რეჟიმის სისასტიკეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.